1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც პრემიერი ამბობდა, გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს -დავით მათიკაშვილი
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც პრემიერი ამბობდა, გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს -დავით მათიკაშვილი

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც პრემიერი ამბობდა, გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს -დავით მათიკაშვილი

130
0

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც პრემიერ-მინისტრი ამბობდა – გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდნონ მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.

„ჯაფარიძეს წამოსცდა, არ ვიცი, ქვეცნობიერმა უღალატა, თუ რა ქნა, მაგრამ პრემიერმა ზუსტად ამაზე ისაუბრა. ყველამ კარგად იცოდეს, ვინც კანონს დაარღვევს, სამშობლოს უღალატებს და თან დანაშაულის ჩამდენი იქნება, ბუნებრივია, მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნება. კარგად იცით, გვარებსა და სახელებზე არ ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ. არ არის აქ კონკრეტულ იდენტიფიცირებულ ადამიანებზე საუბარი, თუმცა სახეზეა ფაქტი იმისა, რომ აქედან გაგდებული პირები გარკვეული ფორმით ცდილობდნენ, რადიკალიზმი წაეხალისებინათ და დაეფინანსებინათ კიდეც“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.