
25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ყველაფერი იღონეთ, რომ კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ. ამ დღეს დაპირისპირებაში დამარცხებული თქვენ დარჩებით და უსიამოვნებები მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში დადებითი მხარეები იპოვოთ — ეს რთული დღის გადატანაში დაგეხმარებათ. ბიზნესში ყველაფერი ასე ცუდად არ არის. ინტუიციის დახმარებით შეძლებთ მოვლენების განვითარება თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.
კურო
მთელ დღეს საოჯახო საქმეებსა და საყოფაცხოვრებო პრობლემებს მიუძღვნით, რომლებიც უდროობის გამო სამომავლოდ გადადეთ. ხელსაყრელი დღეა უძრავი ქონების შეძენისთვის – ეცადეთ საკუთარი ბიუჯეტი რეალურად შეაფასოთ და გარიგების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გააანალიზოთ. თუ გადაწყვეტილება მიღებულია, ნუ იყოყმანებთ – ყველაფერი გამოგივათ. ახლობლები, ნათესავები ან მეგობრები აუცილებლად დაგეხმარებიან.
ტყუპები
ნაჩქარევად ნურაფერს გააკეთებთ და ყოველ ნაბიჯს კარგად დაუფიქრდით — ეს მომავალში შეცდომებისა და უსიამოვნო სიტუაციებისგან დაგიცავთ. ხელსაყრელი დროა შესყიდვების დაგეგმვისა და გარიგებების დასადებად. პირად ცხოვრებაში დადებითი ტენდენცია იკვეთება – მოსალოდნელია შეხვედრა ისეთ ადამიანთან, რომელიც პოზიტიურ ემოციას და რომანტიკულ განწყობას მოგანიჭებთ.
კირჩხიბი
ნუ ეცდებით წარსულში მიღწეული წარმატება გაიმეოროთ. რამდენიც არ უნდა იბრძოლოთ, ყველაფერი უშედეგო იქნება. სამსახურში დავალების შესრულებისთვის ჩვეულზე მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, თუმცა შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავლის მიღება, თუმცა ეს განსაკუთრებულ სიხარულს არ მოგიტანთ —„ადვილი ფული“ თქვენთან დიდხანს არ გაჩერდება. ამ დღეს არაფერი დაგეგმოთ — მოულოდნელი შეხვედრა გეგმების შეცვლას გაიძულებთ.
ლომი
ეს დღე არასასიამოვნო სიურპრიზებით სავსეა. თქვენი იღბლიანობა შურიან ადამიანებს მოსვენებას არ აძლევს და ცდილობენ, როგორმე დაგაზიანონ. მათთან დაპირისპირებაში დრო და ძალა არ დახარჯოთ — ცხოვრება მათ თავად მიუჩენს ადგილს. მოახლოებული მგზავრობა კარგად ჩაივლის, ასევე გაჩნდება დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან და მიზნებს აღწევენ. სირთულეები არჩეული გზიდან ვერ გადაგახვევინებენ. ქალები მოერიდეთ გარიგებების ან გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადებას – არსებობს მოტყუებისა და თაღლითობის რისკი. სასურველია, რომ საღამოს მოერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება.
სასწორი
ამ დღეს თქვენი ამბიციურობა წარმატების გზაზე დაბრკოლებას შეგიქმნით. შესაძლოა, ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ქმედებებით საერთო საქმე დააზიანოთ და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღოთ. გირჩევთ, უპირატესობა გუნდურ მუშაობას მიანიჭოთ და კოლეგების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ დიდ შესყიდვებს ნუ განახორციელებთ და ბიუჯეტის დაგეგმვაზე დაფიქრდით.
მორიელი
ძალიან ტრავმატული დღეა, განსაკუთრებული სიფრთხილე მამაკაც მორიელებს მართებთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რადგან ეს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. ნურც მიზანმიმართულ რისკზე წახვალთ და აქტიური დასვენებისგანაც თავი შეიკავეთ. ავტომობილის მართვისას სიჩქარის გადაჭარბებას და ტელეფონზე საუბარს უნდა მოერიდოთ. ქალებს გარშემომყოფთა კრიტიკაზე ძალიან მტკივნეული რეაქცია ექნებათ.
მშვილდოსანი
თუ გსურთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ და გონებაში უამრავი იდეა და გეგმა გიტრიალებთ — ახლა მათი განხორციელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროფესიული საქმიანობით დაიწყოთ: ან სამსახური შეცვალეთ ან სამსახურის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. ეცადეთ, სხვის აზრზე დამოკიდებული არ იყოთ — თქვენ უკვე საკმარისი გამოცდილება გაქვთ, რომ საქმე დამოუკიდებლად აკეთოთ.
თხის რქა
დროა, შვებულება დაგეგმოთ — დაძაბულმა სამუშაომ და ოჯახურმა პრობლემებმა ძალიან დაგღალათ. ეცადეთ, ძალები დროულად აღიდგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო სერიოზული პრობლემები იჩენს თავს. სიფრთხილე გამოიჩინეთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში — შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს. საქმიანი საუბრები უმჯობესია მომავალი კვირისთვის გადადოთ.
მერწყული
გადაღლის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. შესაბამისად, სასიცოცხლო პოტენციალი ყველა სფეროში შემცირდება. ნუ ინერვიულებთ — ყველაზე რთულ სიტუაციებში მეგობრები დაგეხმარებიან. გირჩევთ, უსიამოვნო ფიქრებისგან ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადაიტანოთ, რომლებზეც ბევრ ენერგიას დახარჯავთ.
თევზები
ამ დღეს იღბალი ზურგს შეგაქცევთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. მუშაობის დროს დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს. დიდი აქტივობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ რემონტის დაწყების ან სახლში ავეჯის გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავოთ.