1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთი განიხილავს უკრაინასთან საჰაერო ზავის შესაძლებლობას, როგორც ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას – Bloomberg
რუსეთი განიხილავს უკრაინასთან საჰაერო ზავის შესაძლებლობას, როგორც ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას – Bloomberg

რუსეთი განიხილავს უკრაინასთან საჰაერო ზავის შესაძლებლობას, როგორც ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას – Bloomberg

144
0

რუსეთი განიხილავს უკრაინასთან ნაწილობრივი საჰაერო ზავის შესაძლებლობას, დრონებითა და რაკეტებით იერიშების შეწყვეტას, როგორც „ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას“, თუმცა ომი გაგრძელდება, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც „ბლუმბერგი“ რუს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამ ნაბიჯის მიზანია, რუსეთმა შეამსუბუქოს ზეწოლა აშშ-ის შესაძლო სანქციებისგან, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის, 8 აგვისტოს შემდეგ არის მოსალოდნელი.

„ერთ-ერთი შესაძლო წინადადება შეიძლება, იყოს საჰაერო დარტყმების შეჩერება, როგორც დეესკალაციის ჟესტი იმ პირობით, რომ უკრაინაც ხელს მოაწერს შეთანხმებას“, – წერს „ბლუმბერგი“.

ამასთან, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა და რუსეთი კვლავ არ თანხმდება სრულ ცეცხლის შეწყვეტას.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს იწურება იმ ულტიმატუმის ვადა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაუწესა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთს ახალ სანქციებს, ხოლო მოსკოვის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.