
შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის გადაწყვეტილებაზე: თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს
103
0
თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ლიეტუვის გადაწყვეტილებას ეხმიანება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა, დიდ წილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი.
რაღაც მომენტში, სოვლაბი, ალბათ, ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს, როდესაც მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ლიეტუვამ ქართველი მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ წევრები დაასანქცირა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.