1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვიმედოვნებთ, ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები -ილჰამ ალიევი
ვიმედოვნებთ, ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები -ილჰამ ალიევი

ვიმედოვნებთ, ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები -ილჰამ ალიევი

190
0

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმედოვნებს, რომ ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა. ამის შესახებ ალიევმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ალიევმა ასევე მადლობა გადაუხადა დონალდ ტამპს იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა შუშის მედიაფორუმზე მისი გამოსვლის ნაწილი, სადაც ის აშშ-თან პარტნიორობასა და მსოფლიოში მშვიდობიანი დღის წესრიგის მხარდაჭერაზე საუბრობდა.

„მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩვენი მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში, ჩვენი რეგიონის ჩათვლით, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის ხედვებისა და ძალისხმევის მიმართ. ჩვენ ასევე ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები და ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები მისი პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა. ჩვენ ვუსურვებთ მას წარმატებებს ამ მიზნისკენ გზაზე ყველა მის წამოწყებაში“, – წერს ალიევი.