1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ურანის გამდიდრებაზე, რადგან ეს ჩვენი მეცნიერების მიღწევაა და ახლა ეროვნული ღირსების საკითხია -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ურანის გამდიდრებაზე, რადგან ეს ჩვენი მეცნიერების მიღწევაა და ახლა ეროვნული ღირსების საკითხია -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ურანის გამდიდრებაზე, რადგან ეს ჩვენი მეცნიერების მიღწევაა და ახლა ეროვნული ღირსების საკითხია -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

83
0

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანს არ შეუძლია, უარი თქვას ბირთვული გამდიდრების პროგრამაზე. ამის შესახებ მან „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ახლა ის შეჩერებულია, რადგან დაზიანებები სერიოზული და მძიმეა,  მაგრამ, ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ურანის გამდიდრებაზე, რადგან ეს ჩვენივე მეცნიერების მიღწევაა. ახლა ეს ყველაზე მეტად ეროვნული ღირსების საკითხია“, – აღნიშნა არაღჩიმ.

აბას არაღჩის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამა არ არის გარედან იმპორტირებული და მისი ბომბებით განადგურება შეუძლებელია.

„ეს ჩვენ მიერ  არის შემუშავებული. ეს ჩვენივე მიღწევაა. შენობები,  დანადგარები შეიძლება, აღდგეს. მანქანები შეიძლება, ჩანაცვლდეს, რადგან ტექნოლოგია არსებობს. ბოლოდროინდელმა თავდასხმამ დაამტკიცა, რომ სამხედრო ვარიანტი არ არსებობს“, – განაცხადა ირანი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.