1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ის აინტერესებს, როგორ გამოუთხაროს ძირი დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს”- არჩილ თალაკვაძე
“რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ის აინტერესებს, როგორ გამოუთხაროს ძირი დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს”- არჩილ თალაკვაძე

“რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ის აინტერესებს, როგორ გამოუთხაროს ძირი დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს”- არჩილ თალაკვაძე

196
0

რადიკალური ოპოზიცია ევრორეკომენდაციების საბოტაჟით არის დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ – როგორ გამოუთხარონ ძირი დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს.

„როგორც გვახსოვს ფაქტებით, მათ არ სურდათ საქართველოს უვიზო რეჟიმი მიეღო, მერე გვახსოვს, ჩვენს პარტნიორებს არწმუნებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეღო საქართველოს და დღეს ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობენ, მათ ერთადერთი პრეზუმფცია აქვთ – რაც მათი გაკეთებული არ არის, ცუდია. მათ აინტერესებთ, ერთადერთი – როგორ გამოუთხარონ ძირი საქართველოში დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, რითაც იმედი აქვთ ხელისუფლება დაზარალდება და შემდეგ ეცდებიან დაკავდნენ ქუჩის პოლიტიკით და არა საპარლამენტო და საქმიანი პოლიტიკით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ,” – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე გამოეხმაურა „ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” შესაძლო გაერთიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ესენი გაერთიანებული არიან, სხვადასხვა სახელები რომ დაირქვეს ეს მორიგი თვალთმაქცობა იყო. მათ უბრალოდ როლები აქვთ განაწილებული: ერთი პარლამენტის წინ აზომვებითაა დაკავებული, მეორე დესტრუქციული განცხადებებით და მესამე ევრორეკომენდაციების საბოტაჟით, ახლა ამ ყველაფერს შეაერთებენ და სამივე იქნება სამივე როლით დაკავებული, ეს არის მხოლოდ ცვლილება,“ – განაცხადა თალაკვაძემ.