იტალიის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
255
0
იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მარკეს რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას საგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში 400 მილიმეტრის ოდენობის ნალექი მოვიდა, რის შედეგადაც ანკონისა და პეზარო-ურბინოს პროვინციების რამდენიმე ქალაქში ქუჩები დაიტბორა.
სტიქიის გამო, მემარცხენე-ცენტრისტულმა დემოკრატიულმა პარტიამ რეგიონში საარჩევნო კამპანია შეაჩერა.