
კონსტანტინე პეტრიაშვილი და დავით ჭეჭელაშვილი 20-წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
159
0
იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) და დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ორივე მათგანმა საკუთარი მეტოქე 10:0 დაამარცხა და ტურნირი დამსახურებულად მოიგო.
ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.