
უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება. ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რომ პრეზიდენტი ზელენსკიც შემოგვიერთდეს – ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს და „მშვიდობის მხარეს“ გადასვლისკენ მოუწოდებს.
ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ზუსტად ერთი წლის წინ კიევში შეხვდა და გააფრთხილა, რომ რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, ამერიკაში კი დიდი ცვლილებები იყო დაგეგმილი.
უნგრეთის პრემიერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მას არ მოუსმინა და სასცენო არტისტის თავდაჯერებით, ომის გაგრძელება დაჟინებით მოითხოვა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაშინ არ მოგვისმინა. სცენის არტისტის თავდაჯერებულობით, ის დაჟინებით მოითხოვდა ომის გაგრძელებას.
ომი კვლავ გრძელდება, ევროპა გამოფიტულია, ხოლო ამერიკული იარაღის მიწოდება იკლებს. უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად განიცდის ომის საშინელებებს. ეს არც თეატრია და არც ტელესერიალი – ეს ცივი და მძიმე რეალობაა. უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება. ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რომ პრეზიდენტი ზელენსკიც შემოგვიერთდეს“, – წერს ორბანი.