“არ შეიძლება, რელიგია ომის ბოროტების გასამართლებლად გამოიყენო”- რომის პაპი
224
0
რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, „არ შეიძლება, რელიგია ომის ბოროტების გასამართლებლად იყოს გამოყენებული“.
„ღმერთი მშვიდობაა. ის ყოველთვის მიგვიძღვის მშვიდობის და არა ომის გზისკენ. თუ შემოქმედი, რომელსაც ჩვენ მივუძღვენით ჩვენი ცხოვრება, არის ადამიანის სიცოცხლის შემოქმედი, ჩვენ, ვინც საკუთარ თავებს მორწმუნეებს ვუწოდებთ, როგორ უნდა დავეთანხმოთ სიცოცხლის განადგურებას? ძალადობა არასოდეს არ უნდა გავამართლოთ. ნუ დავუშვებთ უვიცთა მიერ სიწმინდის გამოყენებას. სიწმინდე არასდროს არ უნდა იყოს ძალაუფლების საყრდენი“, – თქვა პაპმა.