1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “5 ოქტომბერს, ბატონი ბიძინა შეძლებს თქვას, რომ “ნაცები” გაანადგურა”- ალექსანდრე რაქვიაშვილი
“5 ოქტომბერს, ბატონი ბიძინა შეძლებს თქვას, რომ “ნაცები” გაანადგურა”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

“5 ოქტომბერს, ბატონი ბიძინა შეძლებს თქვას, რომ “ნაცები” გაანადგურა”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

1.19K
0

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, რამდენიმე თვეში “ნაციონალური მოძრაობა,” როგორც პარტია აღარ იარსებებს. ამის მიზეზებზე რაქვიაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“მე ბევრი სხვადასხვა ჯგუფისგან ველოდები დამატებით მხარდაჭერას, გარდა იმ 62 000-ისა, რომელმაც უკვე ხმა მოგვცა.

წარმოიდგინეთ, რა სურათი დადგება 5 ოქტომბერს, თუ იგივე გაგრძელდა, რაც ახლა ხდება. 5 ოქტომბერს, ბატონი ბიძინა შეძლებს თქვას, რომ “ნაცები” გაანადგურა, იმიტომ, რომ “ნაცებიდან” არ იქნება არცერთი ადამიანი პარლამენტში, არცერთი საკრებულოში, არანაირი დაფინანსება, არცერთი ტელევიზია – არაფერი, აღარ იარსებებს. არც ნომერი ექნებათ, არც სარეკლამო დრო ტელევიზიებში, არაფერი აღარ ექნებათ, თან ლიდერი ციხეში უზით. მეტი რა ქნას, რეპრესიებს ხომ არ მოაწყობს, ხომ არ დახვრიტავს ხალხს?! – იტყვის, რომ რაც დაგპირდით, გავაკეთე. ჩემთვის უცნაური ამ ისტორიაში მხოლოდ ის არის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამას ხელს უწყობს, თვითონ მიყვება ამ თამაშს. მე მგონი “ლელო” და გახარია უბრალოდ მიხვდნენ, რომ იძირებიან “ნაცებთან” ერთად, ამიტომ გამოდიან. ფაქტია, რომ იძირებიან “ნაცები,” ასე თუ გაგრძელდა, 5 ოქტომბერს აღარ იარსებებს არანაირი “ნაციონალური მოძრაობა.” იმიტომ, რომ, რა არის პარტია, თუ არც ხალხი გყავს, არც ტელევიზია, არსად არ ხარ. “ლელომ” და გახარიამ გადაწყვიტეს, რომ გადარჩნენ, მაგრამ ამ ნარატივს, რომელსაც მიყვებოდნენ “ნაცებთან” ერთად, ამას ვერ გამოეთიშნენ. “ნაცებმა” გადააგდეს თავიანთი ამომრჩეველი, ქრებიან, აღარ იქნებიან, 5 ოქტომბერს აღარ იარსებებენ,” – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.