რუსებმა ნიკოპოლი კასეტური საბრძოლო მასალებით დაბომბეს
297
0
რუსმა დამპყრობლებმა ნიკოპოლი კასეტური ბომბებით დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოპოლის რაიონული-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ევგენი ევტუშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქალაქ ნიკოპოლში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დამპყრობლებმა გამოიყენეს „ურაგანის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის კასეტური საბრძოლო მასალები“, – განაცხადა ევტუშენკომ.
მან მოსახლეობას მოუწოდა, საეჭვო ობიექტებს არ მიუახლოვდნენ.
ევგენი ევტუშენკოს ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის ქალაქის გაწმენდაზე სპეციალისტები მუშაობენ.