რუსმა დამპყრობლებმა ნიკოპოლი კასეტური ბომბებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოპოლის რაიონული-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ევგენი ევტუშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქალაქ ნიკოპოლში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დამპყრობლებმა გამოიყენეს „ურაგანის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის კასეტური საბრძოლო მასალები“, - განაცხადა ევტუშენკომ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, საეჭვო ობიექტებს არ მიუახლოვდნენ.

ევგენი ევტუშენკოს ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის ქალაქის გაწმენდაზე სპეციალისტები მუშაობენ.