
სააკაშვილმა 2011 წლის 26 მაისის აღლუმზე, ძალადობრივად დაშლილი აქციისა და სისხლის ფონზე, დააჯილდოვა ის ადამიანები, რომლებიც დღეს ვითომ რაიმე ტიპის პროცესებს აპროტესტებენ – გურამ მაჭარაშვილი
26 მაისის 14 წლის წინანდელი მოვლენები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები – ამ თემაზე გაკეთდება მთავარი აქცენტი დროებით საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში იწყება.
საკითხზე სასაუბროდ, პარლამენტში ნონა გაფრინდაშვილს, დავით ლორთქიფანიძესა და ლუკა კურტანიძეს ელიან. დაგეგმილია ასევე, ინტერნეტის საშუალებით, გიორგი ბურჯანაძის ჩართვა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 26 მაისი არის “ნაციონალური მოძრაობის” სახე.
“დღეს გვექნება 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ადამიანებთან გასაუბრება. კომისიას ახსნა-განმარტებებს მისცემენ საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მაშინდელმა რეჟიმმა აჩვენა კიდევ ერთი სახე.
26 მაისი არის კლასიკური სახე “ნაცმოძრაობის”, თუ როგორ შემოდეს ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანი მაღაზიის სახურავზე, მათ შორის სასტიკად გაუსწორდნენ ადამიანებს, არ მისცეს საშუალება, რომ გასულიყვნენ რუსთაველის გამზირიდან და რამდენიმე საათში, სააკაშვილმა მიიღო 26 მაისის აღლუმი და ღირსების ორდენით დააჯილდოვა ის ადამიანები, ამ სისხლის ფონზე, რომლებიც დღეს ვითომ, აპროტესტებენ რაიმე ტიპის პროცესებს აქციებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.