 
                                    გვაწუხებს ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია – ჯოს სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ – ტრამპი
693
								0
			მელანიას და მე ძალიან გვაწუხებს ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ჯილსა და ოჯახს ყველაზე თბილ და საუკეთესო სურვილებს ვუსურვებთ, ჯოს კი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს.

 
                                                                        
                                                                                                                                             
                                                                        
                                                                                                                                            