1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,აშშ ნატოს სამიტზე ზელენსკის მიწვევას ეწინააღმდეგება ” – ნიდერლანდური მედია
,,აშშ  ნატოს სამიტზე ზელენსკის მიწვევას ეწინააღმდეგება ” –  ნიდერლანდური მედია

,,აშშ ნატოს სამიტზე ზელენსკის მიწვევას ეწინააღმდეგება ” – ნიდერლანდური მედია

468
0

აშშ ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას ნატო-ს სამიტზე, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდური მედია ნატო-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, ზელენსკის ნატო-ს სამიტზე შესაძლო მიწვევის საკითხი განიხილება 15 მაისს თურქეთში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულუარებში.

„ნატო-ში წყაროები იუწყებიან, რომ აშშ ეწინააღმდეგება ზელენსკის ჩასვლას მომავალ თვეში დაგეგმილ სამიტზე. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს ეს იდეა, ნაწილობრივ ორ ლიდერს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო“, – წერს ნორვეგიული მედია.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკის ნატო-ს სამიტზე მიწვევაზე უარი იქნებოდა „დიპლომატიური კატასტროფა ნიდერლანდებისთვის, რომელსაც ვერავინ გაამართლებდა“.