ლაშა თორდიას აშშ-ში მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა
280
0
აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, აშშ-ში მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
„ოთხწლიანი პროცესის ბოლოს მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი!“ -წერს თორდია.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი 2017 წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებდა.
2021 წელს “შაბათის ფორმულასთან” ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ საქართველოში მას დევნიდნენ, ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის სიცოცხლით, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია.