
სი ძინ პინი მოსკოვში ჩავიდა
828
0
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი მოსკოვში ჩავიდა.
სი ძინ პინი რუსეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება.
როგორც ცნობილია, ჩინეთის პრეზიდენტი 9 მაისს გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ასევე იგეგმება შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
გასული თვეს პუტინმა ჩინელი კოლეგა მთავარ სტუმრადაც კი მოიხსენია.
შეგახსენებთ, აღლუმს სი ძინპინთან ერთად ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვაც დაესწრება. სტუმრების სიაში ასევე დასახელებული არიან ინდონეზიის, ბურკინა-ფასოს, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, კონგოს, მიანმარის, კუბას, ეთიოპიისა და ეკვადორული გვინეის ლიდერები.