1. Home
  2. სიახლეები
  3. საზოგადოება
  4. გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა

660
0

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. 

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გორგაძე კლინიკაში გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სასტიკად ნაცემი 30 იანვარს მოათავსეს.

„წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამძიებს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო“, – აცხადებს ადვოკატი.

ღურწკაიას თქმით, პაციენტი ციხეში სასისკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.

ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.