1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა
“გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა

“გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა

380
0

„გაზპრომმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ არსებული გაუმართაობის გამო, ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა,- აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კომპანია სოციალურ ქსელში წერს, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების დროს საკომპრესორო სადგურზე, გაზსაქაჩ აგრეგატზე, ზეთის გაჟონვა დაფიქსირდა.

„გამოვლენილი დარღვევების გამო, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ „გაზპრომმა“ უკვე გაუგზავნა წერილი Siemens Energy AG-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, კრისტიან ბრუჩს.

„ჩრდილოეთის ნაკადი“ რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების ძირითადი მარშრუტია, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან შეზღუდვებით მუშაობს, 20 ივლისიდან კი მისი დატვირთვა 20 %-ს შეადგენს.