
ინდოეთის კაშმირის რეგიონში ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი
ინდოეთის კაშმირის რეგიონში ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ინდოეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ინდოეთის კაშმირის რეგიონში შიდა ტურისტების ჯგუფს ცეცხლის გაუხსნეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ქალაქ პაჰალგამში მოხდა, რომელიც ჰიმალაის მთებში მდებარეობს და ცნობილია როგორც “ინდოეთის შვეიცარია”.
რეგიონის მთავარი მინისტრის, ომარ აბდულას თქმით, “სამოქალაქო პირების წინააღმდეგ თავდასხმა გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც ბოო წლებში გვინახავს”. ანგარიშების ცნობით, დაჭრილთა რიცხვი ძალიან მაღალია, რომელთაგან ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელები “კანონის წინაშე პასუხს აგებენ”.