1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კანონი „გრანტების შესახებ“ მკაცრად გააკონტროლებს თანხების გამოყოფის საკითხს და ცხადი გახდება, თუ რა პროექტებში იხარჯება უცხოური დაფინანსება-კახა კალაძე
კანონი „გრანტების შესახებ“ მკაცრად გააკონტროლებს თანხების გამოყოფის საკითხს და ცხადი გახდება, თუ რა პროექტებში იხარჯება უცხოური დაფინანსება-კახა კალაძე

კანონი „გრანტების შესახებ“ მკაცრად გააკონტროლებს თანხების გამოყოფის საკითხს და ცხადი გახდება, თუ რა პროექტებში იხარჯება უცხოური დაფინანსება-კახა კალაძე

315
0

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კანონი „გრანტების შესახებ“, რომელიც უკვე მიღებულია, მკაცრად გააკონტროლებს თანხების გამოყოფის საკითხს და ცხადი გახდება, თუ რა პროექტებში იხარჯება უცხოური დაფინანსება.

ამის შესახებ კალაძემ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვიცით, როგორ ხდებოდა რადიკალური ძალების დაფინანსება, ვინ იყო მთავარი დამფინანსებელი და საიდან მოდიოდა ეს თანხები. სიახლე ამ კუთხით ნამდვილად არ არის, თუმცა სამწუხაროა, რომ კითხვებზე არანაირი პასუხი არ არსებობს. კანონი, რომელიც უკვე მიღებულია, მკაცრად გააკონტროლებს ამ ტიპის ქმედებებს და ცხადი იქნება, თუ სად მიემართება ეს თანხები, რა პროექტებში იხარჯება. რა თქმა უნდა, მავანს არ სურს, გააცხადოს, თუ რა პროექტებს ხმარდება ეს დაფინანსება. ძირითადად, ის მიემართებოდა რევოლუციური სცენარების მოწყობისკენ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და საზოგადოების გახლეჩა-დაპირისპირებისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.