1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში -მაკა ბოჭორიშვილი 
 მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში -მაკა ბოჭორიშვილი 

 მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში -მაკა ბოჭორიშვილი 

308
0

კიდევ ერთხელ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს აქვს გულწრფელი სურვილი, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.

„მოხარული ვარ, რომ გასულ კვირას თბილისმა უმასპინძლა სამმხრივ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველი შეხვედრა თბილისში და იმედი მაქვს, ამ ფორმატში ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას რეგიონის კეთილდღეობისთვის.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით იმ პროექტების განხორციელებას, რაც მიმართულია ჩვენი როლის კიდევ უფრო კარგად წარმოჩენისკენ. ჩვენი შესაძლებლობების და პოტენციალის კარგად ათვისებისკენ და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ. ამ თვალსაზრისით, ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობა ჩვენ სპარტნიორებთან ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ კონტექსტში, მადლობას მოგახსენებთ საქართველოში ვიზიტისთვის და ამ საკითხების განხილვისთვის, რაც შეეხება რეგიონულ თანამშრომლობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.