1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა
რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა

302
0

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

პაპის სააღდგომო მიმართვა გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პონტიფიკოსის მაგივრად წმინდა პეტრეს მოედანზე არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა.

პაპი არც სააღდგომო მესას დასწრებია.

რომის პაპი ფრანცისკე მძიმე პნევმონიით რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს.

მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს.

პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაური 12 წლის განმავლობაში იყო.

2013 წელს ის გახდა პირველი ლათინოამერიკელი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.