“სასწრაფოდ შემოიღეთ 30 – დღიანი სავიზო რეგულაცია”- მამუკა ხაზარაძე
342
0
სასწრაფოდ შემოიღეთ 30-დღიანი სავიზო რეგულაცია რუსეთთან, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძის შეფასებით, პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას.
„ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო!
საქართველოს რუსეთთან 365 დღიანი უვიზო რეჟიმი აქვს!
სასწრაფოდ შემოიღეთ 30 დღიანი სავიზო რეგულაცია, პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას!
საქართველოს ეროვნული ინტერესები და ქვეყნის საზღვრები დღეს, როგორც არასდროს, ისე უნდა იყოს დაცული!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.