1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როცა რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი რუსებისთვის არ არის არდადეგებისა და მდიდრული ტურიზმის დრო – პეკა ჰავისტო
როცა რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი რუსებისთვის არ არის არდადეგებისა და მდიდრული ტურიზმის დრო – პეკა ჰავისტო

როცა რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი რუსებისთვის არ არის არდადეგებისა და მდიდრული ტურიზმის დრო – პეკა ჰავისტო

239
0

რუსებისთვის სამოგზაურო ვიზების შეზღუდვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ განაცხადა.

თუმცა, ფინეთის პირველმა დიპლომატმა დასძინა, რომ „კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ აქამდე იყო ბევრი საუბარი და ცოტა ქმედება“.

„როდესაც რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი და ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს უკრაინიდან და ვცდილობთ ყველანაირად დავეხმაროთ უკრაინას, რუსებისთვის ეს არ არის არდადეგებისა და მდიდრული ტურიზმის დრო”, – აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, რუსეთის მოსაზღვრე ფინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი რუსებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას ევროკავშირის მასშტაბით ითხოვენ.