1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საგარეო შოკების და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას”- გიორგი ცუცქირიძე
“საგარეო შოკების და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას”- გიორგი ცუცქირიძე

“საგარეო შოკების და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას”- გიორგი ცუცქირიძე

295
0

“2022 წლის ივლისში გაგრძელდა მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, მაღალი ბაზისური ეფექტის მიუხედავად, როდესაც წინა წლის ივლისში ეკონომიკური ზრდის მაღალი (9.9%-იანი) დონე დაფიქსირდა, საქსტატის წინასწარი შეფასებით ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო იანვარი-ივლისის საშუალო ზრდა 10.3%-ით განისაზღვრა”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესების ფონზე, რაც უკრაინაში რუსული ინტერვენციის და მოსალოდნელი მძიმე ენერგეტიკული ზამთრის ფონზე, ეკონომიკური ზრდის მსგავსი დინამიკა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.

ამას ადასტურებს, წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიერ, საქართველოს ეკონომიკის შეფასების განახლებული მაჩვენებელიც. ორგანიზაცია მოელის, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასტან, S&P აცხადებს, რომ ინვესტიციებთან და ექსპორტთან ერთად, გაზრდილი ტურიზმი და მიგრანტთა გაზრდილი ნაკადები რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოს ადგილობრივი მოთხოვნის სტიმულირებას ახდენს. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20.4%-ით გადააჭარბა.

S&P აცხადებს, რომ არსებულ რეალობაში ისინი საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინსაც უცვლელად, BB დონეზე შეინარჩუნებენ, ასევე უცვლელია საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდონიც.

2022 წლის ივლისში ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს ტურიზმთან ერთად, წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 2022 წლის ივლისში ექსპორტი 40.3%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 542.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) 23.2 პროცენტით გაიზარდა და 345.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უკვე მეორე წელია მაღალი ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გვევლინება.

2021 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე ერთწლიან პერიოდში (ოთხი კვარტალი) საქართველოში შემოვიდა 1 მლრდ 679 მლნ დოლარი FDI, რაც 24%_ით აღემატება არაპანდემიური 2019 წლის მაჩვენებელს და აგრეთვე 24%_ით აღემატება 2018 წლის FDI-საც კი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა გვიჩვენებს, რომ მიმდინარე წელს მისი მაჩვენებელი სარეკორდო მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

უკვე მეორე წელია ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახა მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მიმართული მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და განსაკუტრებით ინდუსტრიული კომპონენტების მხარდასაჭერად, რასაც ასევე პოზიტიური გავლენა აქვს სამუშაო ადგილების ზრდაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მე-2 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა, დასაქმების დონე კი 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.2 პროცენტით განისაზღვრა.

შარშანდელთან შედარებით უმუშევრობის კიდევ უფრო მეტად შემცირებაა მოსალოდნელი და თუ ზრდის მაღალ მაჩვენებელს მივიღებთ მხედველობაში სავარაუდოდ 2019 წლის ისტორიულ მინიმუმზე დაბლა იქნება, როდესაც უმუშევრობის დონემ 17.6 პროცენტი შეადგინა!

ერთადერთი რასაც ეკონომიკის მზარდი ზრდის დინამიკის შენელება შეუძლია, ეს არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დაანონსებული განაცხადი არსებული სიტუაციის რევოლუციურ სცენარში გადაყვანაზე, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მისაღებად 12პ-პუნქტიანი წინაპირობის ფაქტიურად ტორპედირება და მიზანდასახული ჩაგდებაც მოწმობს.

ამიტომ არჩევანი არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის თემით განისაზღვრება, არამედ არჩევანი დღეს სტაბილიზაციას და დესატაბილიზაციას ანუ გაურკვეველ მომავალს შორის არის გასაკეთებელი.

ჩვენთან ასე უტრირებული მაცივრის თემაც ამ კონტექსტშია განსახილველი, რადგან სწორედ მაღალი ზრდა უზრუნველყოფს მაცივრების შევსებას და პირიქით, დაბალი ზრდა ან სტაგნაცია მის დაცარიელებას!”,- წერს ცუცქირიძე.