1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს
საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს

515
0

საფრანგეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს (2,15 მილიარდი აშშ დოლარი) მოცულობის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

“დღეს შემიძლია გამოვაცხადო 2 მილიარდი ევროს დამატებითი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის“, – განაცხადა მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზში.

მაკრონმა დასძინა, რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები არის ახალი სამხედრო დახმარების ნაწილი, რომელიც კიევს მიეწოდება.