1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

478
0

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები.

აღნიშნულის გამო, 2025 წლის 27 მარტს, 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე, მითითებული საავტომობილო გზის კმ133-კმ149 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.