
სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ – თეთრი სახლის პრესმდივანი
67
0
ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში, – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას.
კაროლინ ლევიტმა აღნიშნა, რომ ტრამპს ამ საკითხის მოგვარება სურს.
“პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი, რომ ეს საკითხი მოაგვაროს”, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ ხვალ მისი სატელეფონო საუბარი პუტინთან კარგად არ წარიმართება, ლევიტმა განაცხადა: ეს ის საკითხია, რომელიც პრეზიდენტმა განიხილა და, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ამის გაკეთებას აპირებს.