1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საფრანგეთში 800 კილოგრამზე მეტი კოკაინი ამოიღეს
საფრანგეთში 800 კილოგრამზე მეტი კოკაინი ამოიღეს

საფრანგეთში 800 კილოგრამზე მეტი კოკაინი ამოიღეს

210
0

ფრანგმა სამართალდამცველებმა 826 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოლიციამ გზატკეცილზე გადამოწმების მიზნით სატვირთო მანქანა გააჩერა. შემოწმების დროს სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

სატვირთოს მძღოლი, რომელი ეროვნებით პოლონელია, უკვე დაკავებულია. ცნობილია, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ლიონში გადაჰქონდა.

ამოღებული კოკაინის ფასი „შავ ბაზარზე“ 24 მილიონ ევროს შეადგენს.