1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქართული საზოგადოების ინტერესებშია, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით, სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია – პრემიერი
ქართული საზოგადოების ინტერესებშია, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით, სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია – პრემიერი

ქართული საზოგადოების ინტერესებშია, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით, სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია – პრემიერი

56
0

ზოგადად, მედიაში არის სერიოზული პრობლემა. მედია არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქობულეთში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის აღიარებული პრობლემა, მათ შორის, ეს პრობლემა არის დაფიქსირებული ეუთო/ოდირის დასკვნებში, ამას სჭირდება რეგულირება, თუმცა ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები, თვითონ ოპოზიცია უპირისპირდება ამას იმიტომ, რომ მათ აწყობთ სიცრუის და სიძულვილის ტირაჟირება, რაც ხდება შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან.

„ეს არ შეესატყვისება ქართული საზოგადოების ინტერესებს. ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ მან მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით და ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე უპირისპირდება ამ კანონპროექტს, მას მოსწონს სიძულვილი და სიცრუე, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.