
ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება
624
0
ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა.
ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ“,- აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციაში.