1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა კრიტიკულია
რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა კრიტიკულია

რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა კრიტიკულია

407
0

რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა გაუარესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რომის პაპის მდგომარეობა კრიტიკულია.

„მას ჰქონდა ასთმის მსგავსი რესპირატორული კრიზისი და დასჭირდა სისხლის გადასხმა. სისხლის გადასხმა აუცილებელი იყო, რადგან ანალიზებმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა თრომბოციტების ძალიან დაბალი რაოდენობა, მიახლოებული ანემიასთან. მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. ის კლინიკაში 14 თებერვალს გადაიყვანეს.