რუსეთმა შავ ზღვაში სამგზავრო გადაზიდვები ნაწილობრივ შეაჩერა
250
0
რუსეთმა შავ ზღვაში სამგზავრო გადაზიდვები ნაწილობრივ შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 21 დან 23 აგვისტომდე რეისები ნოვოროსიისკს, გელენჯიკს, სოჭს და ასევე ოკუპირებულ სოხუმს, იალტასა და სევასტოპოლს შორის დროებით შეწყდება. ამის მიზეზად ტექნიკური სამუშაოები სახელდება.
ბილეთების გაყიდვა შეწყდა „ხომალდების ტექნიკური მახასიათებლების სრულ შემოწმებამდე“.