![რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა](https://gttv.ge/wp-content/uploads/2022/08/1661106397-fotojet-2022-08-21t204838.750-635x430-1.jpg)
რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
696
0
რუსეთში ავტოავარიის შედეგად ყაზახეთის 16 მოქალაქე დაიღუპა. ინციდენტი ულიანოვსკის ოლქში მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რომელშიც 18 მგზავრი იმყოფებოდა, ორ სატვირთოს დაეჯახა.
გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლმა დროულად ვერ დაამუხრუჭა და მიკროავტობუსს შეეჯახა, შედეგად ის ორ სატვირთოს შორის მოექცა.
სატვირთოს მძღოლი და მიკროავტობუსის 15 მგზავრი მგზავრი ადგილზე დაიღუპნენ. კიდევ სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.