1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს
მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს

მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს

630
0

44 წლის მამაკაცი, რომელიც მშობლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

 ინფორმაციას  qartli.ge  ავრცელებს

 

მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს.  ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორი მეორე დღესვე დატოვა.

 

,,ჩვენ გვინდოდა, რომ პოლიციას შეეშინებია ის ერთი დღით. რა ვიცოდით, რომ ასეთი ამბავი მოყვებოდა. ნამდვილად არ ვიფიქრებდით, რომ პატიმრობაში გაუშვებდნენ.” – განაცხადა ბრალდებულის დედამ.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გირაოს სახით 5 ათასი ლარი ჰქონდა შეფარდებული.

 

44 წლის მამაკაცს ბრალი ედებოდა მასში, რომ ის მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. შვილს მშობლებთან მიახლოება აკრძალული აქვს. შემთხვევა 17 აგვისტოს მოხდა.

,,სავარაუდოდ გავასაჩივრებ” – გვითხრა პროკურორმა ნიკა მახარაძემ. ის პატიმრობას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, შვილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს და შესაძლოა დანაშაული კიდევ განმეორდეს.  კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც ბრალდებულმა მამას მოსთხოვა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკვლით დაემუქრა. შემდეგ დედამ მისცა შენიშვნა, თუმცა იგივე გაიმეორა. უნდა აღინიშნოს, რომ მშობლები იძულებულნი გახდნენ სახლიდან წასულიყვნენ და ფეხით ჩასულიყვნენ პოლიციის განყოფილებამდე, რათა ამ ყველაფერზე რეაგირება მომხდარიყო” – აცხადებს პროკურორმა.

 

ბრალდებულის განცხადებით,  მან მხოლოდ სიტყვიერად უთხრა მშობლებს რაღაც, რადგან მისი თქმით, მშობლებს საკუთარი თანხა მოსთხოვა.