1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა
დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა

347
0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომას გაუუქმებს. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჯო, შენ გათავისუფლებული ხარ“, – წერს ტრამპი.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, ჯო ბაიდენმა 2021 წელს სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, შეეზღუდათ დონალდ ტრამპის წვდომა ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციაზე, რასაც დონალდ ტრამპი უსამართლო ქმედებად აფასებს.

„აღარ არის საჭიროება, რომ ჯო ბაიდენმა გააგრძელოს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მიღება. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაუქმებთ ჯო ბაიდენის წვდომას და ვწყვეტთ მისთვის ყოველდღიურ სადაზვერვო ბრიფინგებს. მან ეს პრეცედენტი 2021 წელს დაუშვა, როდესაც დაავალა სადაზვერვო საზოგადოებას, შეეწყვიტათ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისთვის, ჩემთვის ეროვნული უსაფრთხოების დეტალებზე წვდომა, რაც არის თავაზიანობის წესები ყოფილი პრეზიდენტებისადმი. რობერტ​ ჰურის ანგარიშმა აჩვენა, რომ ბაიდენს „ცუდი მეხსიერება“ აწუხებს და „საუკეთესო მდგომარეობაში“ ყოფნის დროსაც კი მისთვის სენსიტიური ინფორმაციის ნდობა არ შეიძლება. მე ყოველთვის დავიცავ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ჯო, შენ გათავისუფლებული ხარ. გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი!“, – წერს დონალდ ტრამპი.