პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ
261
0
პარლამენტში დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 49 ოპოზიციონერისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციას 61 მანდატი აქვს და მათი გაუქმების მოთხოვნით განაცხადი დაწერილი აქვს მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის კოალიციას, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას’’.
მანდატებზე უარი წერილობით არ გაუფორმებია გიორგი გახარიას პარტიას. მმართველ გუნდს აღნიშნული 2020 წლის სცენარს ახსენებს.