მამაკაცი, რომელიც „გალერეა თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა
4.66K
0
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც „გალერეა თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ხელში ტელეფონი ეჭირა, მოაჯირი ვერ შენიშნა და მეორე სართულიდან გადავარდა.
როგორც ცნობილია ის ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.