სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ მსოფლიო იყოს უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო -დონალდ ტრამპი
სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ მსოფლიო იყოს უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საკუთარ სოციალურ ქსელში, truth social-ში დაწერა.
როგორც ტრამპი წერს, მოლოდინი აქვს, რომ ერთად გადაჭრიან მრავალ პრობლემას.
„ახლახან ვესაუბრე ჩინეთის თავმჯდომარეს, სი ძინპინს. ეს იყო კარგი სატელეფონო საუბარი როგორც ჩინეთისთვის, ისე აშშ-სთვის. ჩემი მოლოდინია, რომ ერთად გადავჭრით მრავალ პრობლემას და ამას დაუყოვნებლივ დავიწყებთ. ჩვენ განვიხილეთ დაბალანსებული ვაჭრობის, ფენტანილის, „ტიკ-ტოკის“ და მრავალი სხვა საკითხი. პრეზიდენტი სი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ მსოფლიო იყოს უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო“, – წერს ტრამპი.