1. Home
  2. სიახლეები
  3. კულტურა
  4. ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს
ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს

ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს

747
0

ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს.

ამასთან, მისი თქმით, უნდა მოხდეს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება, ხოლო „უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს“ შედეგები მოჰყვეს.

„ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას. უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება უნდა მოხდეს. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს“, – წერს ანიტა ჰიპერი.