1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,, აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო”- შალვა პაპუაშვილი
,, აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო”- შალვა პაპუაშვილი

,, აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო”- შალვა პაპუაშვილი

582
0

“აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკის მოსამართლემ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიუსაჯა უპირობო გამოშვება – რაც იშვიათი განაჩენია და ნიშნავს, რომ ტრამპს ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე უდასტურდება გაყალბების 34 შემთხვევის ბრალდება, თუმცა არანაირი სასჯელი არ უწესდება.” საიდანაც არ უნდა შეხედო ამ საქმეს, ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამ დროს რთულია, არ გაგახსენდეს, როგორ მოსთხოვა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ქართველ მოსამართლეს ჯერ ახსნა-განმარტება, შემდეგ კი ის საელჩოს პროგრამებიდან დაბლოკა ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი, ელჩისთვის არმოსაწონი განაჩენის გამო. შეხსენებისთვის, ეს ის განაჩენია, რომელიც გვარამიამ სტრასბურგში გაასაჩივრა და სტრასბურგმა განსახილველადაც კი არ მიიღო, იმდენად აშკარა იყო (ამ შემთხვევაში, ამერიკულისგან განსხვავებით), რომ ქართული მართლმსაჯულება მიკერძოების გარეშე მოქმედებდა. რატომ სჭირდებოდათ ზოგიერთებს გვარამიას დახსნა სამართლიანი სასჯელისგან, მგონი კარგად გამოჩნდა, რუსთაველის გამზირზე, მაშხალებით და მოლოტოვის კოქტეილებით დადგმული ომის იმიტაციაში და მის ოფისებში აღმოჩენილი ასაფეთქებლების მარაგებით, რომლითაც ასე იწონებდა თავს ელენე ხოშტარია. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს