1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია”-ჯუანშერ ბურჭულაძე
“დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია”-ჯუანშერ ბურჭულაძე

“დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია”-ჯუანშერ ბურჭულაძე

295
0

დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდგორობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის ერთიანობისა და კეთილდღეობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„როგორც დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, ძლიერი ჯარი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. სწორედ ამიტომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერად აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ჩვენი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ერთიანობისა და კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

დიდგორობის აღსანიშნავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიებები იმართება, რომელსაც პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ესწრებიან.

1121 წლის დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ბრძოლა ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.