1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დაე, ღამით, მოკლული ბავშვები გესიზმრებოდეთ” – რუსი ჟურნალისტი სასამართლოში
“დაე, ღამით, მოკლული ბავშვები გესიზმრებოდეთ” – რუსი ჟურნალისტი სასამართლოში

“დაე, ღამით, მოკლული ბავშვები გესიზმრებოდეთ” – რუსი ჟურნალისტი სასამართლოში

406
0

რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც, რამდენიმე თვის წინ, რუსეთის პირველი არხის ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, უკრაინაში მიმდინარე ომს კვლავ აპროტესტებს.

 

მოსკოვში მისი მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომის დაწყებამდე, მარინა ოვსიანიკოვამ ჯიბიდან ამოიღო ფურცელი, რომელზეც ეწერა: „დაე, მოკლული ბავშვები გესიზმრებოდეთ ღამით“.

ოვსიანიკოვას ბრალი რუსი სამხედროების „დისკრედიტაციისთვის“ წაუყენეს, მოსკოვის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და ჯარიმად 40 000 რუბლი დააკისრა.

ჟურნალისტს მარტში ბრალი „არასანქცირებული საჯარო ღონისძიების“ ორგანიზებისთვის წაუყენეს და 30 000 რუბლით დააჯარიმეს. ამის შემდეგ კი, დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის ღია მხარდაჭერისთვის, 50 000 რუბლით დაჯარიმდა.