1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვატო ბჟალავას ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა
ვატო ბჟალავას ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა

ვატო ბჟალავას ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა

169
0

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, 12 დეკემბერს დაკავებული ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ვატო ბჟალავა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ვატო ბჟალავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ კი, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

ადვოკატმა პროცესზე ვიდეო მტკიცებულება წარადგინა, სადაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ ვატო ბჟალავას, დაკავების დროს, წინააღმდეგობა არ გაუწევია, დამკავებელ პირებს პირადობაც წარუდგინა და მშვიდად მიჰყვება სამართალდამცველებს. ადვოკატის განმარტებით, ვატო ბჟალავაზე ფიზიკურადაც იძალადეს, მას შემდეგ, რაც ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

საპირისპირო მოსაზრება აქვს შსს-ს, რომლის წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ ვატო ბჟალავა აბაშიძის ქუჩაზე შემოწმების მიზნით გააჩერეს, თუმცა მან, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

ვატო ბჟალავასთვის ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატი დაშინების მცდელობად აფასებს.