1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს – კახა კალაძე
დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს – კახა კალაძე

დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს – კახა კალაძე

43
0

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოების პოლარიზაცია ხელოვნური პროცესია, რასაც რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული ჯგუფები უწყობენ ხელს.

როგორც „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში კალაძემ განაცხადა, რადიკალების ხელწერა საზოგადოების ბულინგი და იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც მათ „ავანტიურისტულ იდეებს არ იზიარებს“.

„რადიკალების ხელწერა იყო და რჩება საზოგადოების ბულინგი, ყველა იმ ადამიანის ბულინგი და შეურაცხყოფა, ვინც მათ ავანტიურისტულ იდეებს არ იზიარებს. სოციალურ ქსელებში დაფინანსებული ე.წ. ფეიჯებით ორგანიზდება მივარდნა, ლანძღვა-გინება მათთვის არასასურველი ყველა პირის მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. იმავეს აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. შეიძლება პარტიებად დაიშალნენ, მაგრამ ეს ხალხი ყველა „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან მოდის.

ყველა ეს მცდელობა უსუსურია, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არის ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეული და მისი ნდობით აღჭურვილი, არ დაუშვებს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებას. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე მადლობა გადაუხადა თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს კეთილსინდისიერი შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის, რაც, მისი თქმით, ქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქალაქს, საკუთარ ქვეყანას და თავისი პროფესიონალიზმით ქმნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.