1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მუშაობას აგრძელებს – Neue Zürcher Zeitung
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მუშაობას აგრძელებს – Neue Zürcher Zeitung

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მუშაობას აგრძელებს – Neue Zürcher Zeitung

213
0

შვეიცარიის გერმანულენოვან პოპულარულ გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში («Neue Zürcher Zeitung») დაბეჭდილია სტატია სათაურით „ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მუშაობას აგრძელებს“ (ავტორი – მარკუს აკერთი).

პუბლიკაცია იწყება თბილისში შექმნილი სიტუაციის მიმოხილვით:

ოპოზიცია მიტინგობს, პარლამენტი მუშაობს

ქართული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, საპროტესტო აქციებს აწყობს და პარლამენტის სხდომას ბოიკოტს უცხადებს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარეზეა გადასული და აცხადებს, რომ პარლამენტის მუშაობის დაწყება არაკონსტიტუციურ ქმედებას წარმოადგენს, ამიტომ მან საკანონმდებლო ორგანოს მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამასობაში კი პარლამენტმა, რომლის პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ, რეგლამენტის მიხედვით, აირჩია როგორც სპიკერი და მისი მოადგილეები, ასევე განსახილველად მიიღო ქვეყნის ახალი მთავრობის შემადგენლობა და გადაწყვიტა სხვა საკადრო საკითხები.

ოპოზიციის იმედგაცრუება

ოპოზიციის იმედებმა, რომ თბილისი ცენტრალური ნაწილის პარალიზებას მოახდენდა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში მისვლისთვის ხელს შეუშლიდა, კრახი განიცადა. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე საკმაოდ მცირე რაოდენობის ხალხი მივიდა, პოლიციის ქვედანაყოფებმა საკანონმდებლო ორგანოს დაცვა უზრუნველჰყვეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იმედები გაუცრუვდათ, რაც სოციალურ ქსელებში მათი სასოწარკვეთილი ჩანაწერებითაც დასტურდება.

თბილისში ამჟამად საკმაოდ აცივდა და წვიმს. რა თქმა უნდა, ოპოზიციის გეგმებზე ამინდის გაუარესებამაც ნეგატიურად იმოქმედა – ქუჩაში მხოლოდ მათი მხარდამჭერთა მცირე რაოდენობა დარჩა. რა თქმა უნდა, აქტიურობა წინა კვირაში უფრო შეიმჩნეოდა, როცა დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერიები დაბლოკილი იყო, უნივერსიტეტის წინ კი „კარვების ბანაკი“ იყო გაშლილი, თუმცა პოლიციამ იმარჯვა და ქუჩებივ განბლოკა და „კარვების ქალაქიც“ დაშალა. მოკლედ, რაც დრო გადის, პროტესტანტების რაოდენობა მცირდება.

იზოლაცია დასავლეთისგან?

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციას საკმაო დრო დაჭირდა გონზე მოსასვლელად. მხარდამჭერები ლიდერებს აკრიტიკებდნენ, რომ ქუჩაში არჩევნების მეორე დრესვე უნდა გამოსულიყვნენ, ისინი კი მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. ლიდერები თავს იმართლებენ, რომ აუცილებელი იყო იმაში გარკვევა, თუ რატომ და როგორ მიიღო „ოცნებამ“ მოულოდნელად ხმების მეტი რაოდენობა მაშინ, როცა მმართველ პარტიას ყველა გამოკითხვა თუ ეგზიტპოლი დამარცხებას უწინასწარმეტყველებდაო.

მართლაცდა, რატომ მოხდა ასე? როგორც პოლიტიკური კონსულტანტი ჰამს გუბროდი ამბობს, სავარაუდოდ, არჩევნების დროს მართლაც იყო მუქარები, ამომრჩეველთა მოსყიდვა და გაყალბება, თუმცა ამ ყველაფერს მტკიცებულებები ჭირდება..

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში რუსეთია ჩარეული, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებაში დაეხმარა. ამის გამო პრეზიდენტი პროკურატურაში დაიბარეს. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ დასავლეთის ქართული ოპოზიციის თხოვნას შეისმენს და საქართველოს იზოლაციაში მოაქცევს.

სხვათა შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების მანდატი დეკემბერში ეწურება. „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, პრეზიდენტობის კანდიდატად ერთგულ ადამიანს წარადგენს.

აშკარაა, რომ ევროკავშირის მკვეთრი კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა შეეცდება ევროპისაკენ კარი ღია დატოვოს, რასაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილის დანიშვნა ადასტურებს – იგი პროფესიონალი დიპლომატია და ევროკავშირში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეც მუშაობდა. თუმცა, რასაკვირველია, მხოლოდ მისი მინისტრად დანიშვნა საკმარისი არ იქნება იმ ნდობის აღსადგენად, რომელიც ქვეყნის მიმართ უკვე დარღვეულია.

წყარო