1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს უფრო ძლიერი-რასა იუკნევიჩიენე
ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს უფრო ძლიერი-რასა იუკნევიჩიენე

ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს უფრო ძლიერი-რასა იუკნევიჩიენე

261
0

ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს კიდევ უფრო ძლიერი. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეშფოთებები. რა თქმა უნდა, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევები ჩატარდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნა, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ ელექტორალურ გარემოში, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.

მისივე თქმით, თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი მიღწეული უნდა იქნას 1 წელიწადში.

“ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და დამოუკიდებლად. ჩემი ზარით, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ ელექტორალურ გარემოში, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი 1 წელიწადში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, არ ვიცი რამდენად მივიღებთ ამ შეტყობინებაზე „ქართული ოცნებისაგან“ რეაქციას, თუმცა ეს არის ქვეყნისთვის პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზა, რომელიც არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მან ასევე ისაუბრა სანქციებზე და ჩამოთვალა ის ფიზიკური პირები, რომლებიც სანქციების სიაში შევლენ.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ამჯერად ჩვენ ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახლეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ სიტუაციაზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე, თბილისის მერ კახა კალაძეზე, მმართველი პარტიის გენერალური მდივანზე, პარლამენტის სპიკერზე და რა თქმა უნდა , საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და სხვებზე, რომლებიც არ არიან აღნიშნულები ამ სიაში“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რადგან ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება „დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდება“.

„ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს კიდევ უფრო ძლიერი. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეშფოთებები. რა თქმა უნდა, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევები ჩატარდება. ეს არის ყველა თქვენგანის, ყველა ქართველის პასუხისმგებლობა, რადგან ვერავინ იქნება უფრო მეტად ქართველი, ვიდრე თავად ქართველები“, – რასა იუკნევიჩიენემ.